მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად იქნა ცნობილი, დაინიშნა უზენაესი საბჭოს არჩევნები, 1991 წლის 31 მარტს კი ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი და 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ერგეს საჯარო სკოლის მეექვსე კლასში, რომლის ხელმძღვანელიც ლეილა ლორთქიფანიძე გახლავთ, ისტორიის მასწავლებელმა ნაირა სილაგავამ და ქართული ენის მასწავლებელმა ლეილა ლორთქიფანიძემ ჩაატარეს 26 მაისისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე - „თავისუფლების შოვნაი, სჯობს საშოვნელსა ყოველსა“.
ბავშვებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ, რადგან გაიგეს, თუ რისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი; გაიხსენეს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გენერალი კვინიტაძე... ნახეს დოკუმენტური ფილმები, აჟღერდა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, შვინდისფერ დროშასთან დაანთეს სანთლები გარდაცვლილთა სულებისთვის;.ბავშვებმა გაითავისეს, რომ თავისუფლებას დაცვა სჭირდება.
იმ დღეს სკოლის კედლებში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ