მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ფერიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ფერიის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივაში, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნებისა და ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სკოლამ შეიმუშავა სასკოლო პროექტი - „ეკოლოგიური კულტურისა და უნარების განვითარება დაწყებით კლასებში", ორგანიზატორი კი გახლავთ დირექტორის მოადგილე თამარ ბერიძე.
პროექტში აქტიურად ჩაერთნენ III და V კლასების მოსწავლეები და პედაგოგები. მარტიდან მაისამდე მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაკვეთილები, სადაც სხვადასხვა საგნის ჭრილში - ქართული, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება - მოხდა ეკოლოგიური პრობლემების განხილვა-გაანალიზება და მოსწავლეების მიერ ამ პრობლების აღქმა და გადაჭრა შემოქმედებითი კუთხით.
მოსწავლეებმა შექმნეს სოციალური პლაკატები, მაკეტები სახელწოდებით - „მწვანე არქიტექტურა“, მხატვრული ჩანახატები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. მეორადი ნივთებისგან შექმნეს ნამუშევრები სახელწოდებით - „აჩუქე მეორე სიცოცხლე“.
სასკოლო პროექტის მიზანი იყო დაწყებითი კლასის მოსწავლეებში ეკოლოგიური კულტურის, გარემოს გაფრთხილების, ზრუნვის, ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების უნარების განვითარება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება.
4 ივნისს სკოლის ეზოში მოეწყო პროექტის შემაჯამებელი გამოფენა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები; ღონისძიების დასასრულს კი მასწავლებლებს გადასცეს სამახსოვრო მოწოდებები.
სკოლამ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა .
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ