მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“ და ახორციელებს პროექტს - „ჯანსაღი ცხოვრება ბედნიერების საწინდარია“. სკოლაში, ფორმალურ განათლებასთან ერთად, დრო ეთმობა არაფორმალურ განათლებასაც. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ფიქრია ორბელაძემ მე9 და მე-10 კლასების მოსწავლეებს დაავალა, დაეწერათ ესე ნაადრევი ქორწინების შესახებ.
მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება და აღმოაჩინეს, რომ ამ საკითხის შესახებ არცთუ დიდ ინფორმაციას ფლობენ. ამის შემდეგ მათ დაამუშავეს შესაბამისი ლიტერატურა, გაეცნენ კვლევებს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე, შედეგებსა თუ პრობლემის გადაჭრის გზებზე. ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი და სკოლაში თვალსაჩინო ადგილას გააკრეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ