მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის პანდემიით გამოწვეული უჩვეულო სასწავლო წელი მიილია. Iა კლასის დამრიგებელმა ქეთო კოსტავა სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებულ მოკრძალებულ ღონისძიებაზე გვიამბობს:
„უჩვეულო პირველკლასელობა ერგოთ ჩემს თვალხატულა გოგო-ბიჭებს. არა ზარ-ზეიმი, არა გაშლილი ხელი და გულში ჩახუტება! მოკრძალებული ღონისძიებები ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილს დაემსგავსა.
უჩვეულო ჩვეულებად ვაქციეთ და 14 აპრილს გავმართეთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება „ჩემი ქართული ანბანი, აბჯარია და ნაბადი“. არაერთი სიტყვა და ლექსი მიუძღვნეს პირველკლასელებმა „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენას“, ეტყობოდათ, რომ შეიგრძნეს დედაენის სურნელი და მომხიბვლელობა.
ბავშვებს ფონად თავიანთი ნამუშევრები ედოთ. ვუყურებდი მათ მიერ მოკირწლულ ასოებს და ვფიქრობდი, რომ მშობლიურ ენაზე საძირკველჩაყრილი ცოდნა უსაზღვროა და უკიდეგანო.
მჯერა, ჩემს გოგო-ბიჭებს არასოდეს დაავიწყდებათ მშობლიური ენის დღე! ყოველდღე გაიმდიდრებენ ცოდნას, რომელსაც ხალხის, ქვეყნის, მამულის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ!“- აღნიშნავს Iა კლასის დამრიგებელი ქეთო კოსტავა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ