მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ნარუჯის სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, ნინო ლომჯარიამ ღია სივრცეში კრეატიული, ემოციებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ.
„ახალგაზრდა მასწავლებელი მეორე წელია რაც ჩვენი სკოლის დიდ გუნდს შეუერთდა, მოსვლისთანავე შეაყვარა თავი მოსწავლეებს, კოლეგებს, მშობლებს; მისი ყოველი გაკვეთილი სიახლეებითაა დატვირთული, ამიტომ დიდი სიხარულით ელოდებიან მოსწავლეები და არა მხოლოდ ისინი...წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ ნინო მასწავლებელს და კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას ველოდებით“, - აცხადებს დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე-ცაგარეიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ