მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანების საფუძველზე, დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება, რომელიც განსაზღვრავს „დეპარტამენტის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“.
უფრო კონკრეტულად რომ ვიმსჯელოთ, განათლების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების გაცემას, ასევე სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენასა და კორექტირებას;
როგორც დებულებაშია აღნიშნული, დეპარტამენტი „უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, მისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად, ფინანსური სახსრების გადაცემის შესახებ შემოსული კორესპონდენციის განხილვას, დასკვნებისა და წინადადებების მომზადებას“, საზღვრავს პრიორიტეტებს, განიხილავს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინიციატივას;
დეპარტამენტის მოვალეობაა, „წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა“.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე