სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ საგანმანათლებლო კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
07-06-2021
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“  კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებულები დღეს გამოვლინდა.

I ადგილი დაიკავა მარიამ ბოკუჩავამ (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“). II და III ადგილებზე გავიდნენ დავით სეფაშვილი (ყვარლის N2 საჯარო სკოლა) და ნიკა ქავთარაძე (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N53 საჯარო სკოლა). IV ადგილზე გამსვლელი 18 ქულა 9 მოსწავლემ – ანანო ჯაფარიძემ (მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია), გიორგი სანიკიძემ (ზუგდიდი, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა), ელენე კიკოლაშვილმა (თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“), ლანა ქიმერიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლა), ლიანა ედიშერაშვილმა (კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა), ლინა კურტანიძემ (ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლა), მარიამ შომახიამ (აბაშის N2 საჯარო სკოლა), ნინო ხიდაშელმა (თბილისის N191 საჯარო სკოლა) და ქეთევან შუღლიაშვილმა (გორის N12 საჯარო სკოლა) – დააგროვა.

შედეგად, 41 ფინალისტის ნამუშევრიდან შეირჩა 12 საუკეთესო ესე, რომელთა ავტორებსაც დიპლომები, ეროვნული არქივის გამოცემების კომპლექტი და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ. ეროვნული არქივის გამოცემებით დაჯილდოვდებიან დანარჩენი ფინალისტებიც. პროექტის ყველა მონაწილე კი სერტიფიკატს მიიღებს.

კონკურსის თემა იყო – „რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცოდნა?“ შეჯიბრი „ზუმის“ - ის პლატფორმაზე, ონლაინრეჟიმში შედგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და ამ დრომდე მასში 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება