სიახლეები
სიახლეები

საჯარო სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების პროექტმა ლიდერობის აკადემიის პირველი ეტაპი დაასრულა
18-10-2016
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ლიდერობის აკადემიის პირველი ეტაპი დაასრულა. პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, რომელმაც, პირველ ეტაპზე, 1700 საჯარო სკოლის დირექტორი სამ მოდულში გადაამზადა. 

ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისგან შედგება და სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. აკადემიის თითოეული ეტაპი რამდენიმე მოდულისგან შედგება და აერთიანებს ტრენინგების ციკლსა და კვარტალურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები.  

პროექტის შედეგად, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის ჩათვლით, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება.  

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სატრენინგო კურსი საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტებთან ერთად მომზადდა.  

ლიდერობის აკადემიის ამოქმედების მიზანია სკოლის დირექტორების 21-ე საუკუნის სკოლის ლიდერებისათვის საჭირო უნარ-ჩვეებით აღჭურვა და მათ მიერ, როგორც სკოლის ეფექტიანი მართვა, ასევე მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. 

ლიდერობის აკადემიას კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან, რომლებიც, ასევე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისა და ტრენერთა სკოლის ფარგლებში გადამზადდნენ. 

პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება