მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული სასწავლო და სათემო პროექტების კონკურსში. პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი, თინათინ ბურთიკაშვილი.
„ჩვენი მოტივირებული, ენერგიული და ხალისიანი მოსწავლეები თავდაუზოგავად შრომობდნენ მიზნის მისაღწევად. სკოლის სახელით, მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს და თინა მასწავლებელს. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის მოგვარების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით პროექტი პედაგოგმა, თინათინ ბურთიკაშვილმა შეაფასა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა:
„მიყვარხართ და მეამაყებით, მადლობა ორგანიზატორებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა პროექტის წარმატებით განხორციელებაში". მე-9 კლასის მოსწავლემ, შორენა მარკოიძემ აღნიშნა: „მივიღეთ გამოცდილება, რომელიც ჩვენი წარმატების პირველი საფეხურია. მადლობა თინა მასწავლებელს"; მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიკა ვანაძემ კი დასძინა: „ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომელმაც გაგვზარდა როგორც ცოდნით, ისე პიროვნულად, დიდი მადლობა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს