მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები.
„მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი თითქმის მიიწურა, კრწანისის საჯარო სკოლაში კვლავ აქტიური და აქტუალურია სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები.
სკოლის მოსწავლეებმა: ლიზი გაბაიძემ, თეკლა კახიანმა, მარიამ აფრასიძემ, ელისაბედ თამაზაშვილმა და სალომე ხიზანიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ და გარდაბნის ახალგაზრდული იდეის მიერ განხორციელებულ პროექტების კონკურსში, რომელშიც გრანტის სახით მოიპოვეს 800 ლარი.
საგრანტო კონკურსში მოპოვებული თანხითა და დირექციის თანადაფინანსებით, მოსწავლეებმა მოაწყეს „თავისუფალი სივრცე“ - უსაფრთხო, კომფორტული და სასიამოვნო გარემო, რომელიც სკოლის ყველა მოსწავლისათვის არის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების, აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბების, იდეების გენერირების, შესაძლებლობების რეალიზების, წიგნიერების დონისა და პროფესიული ცნობიერების გაზრდის ახალი შესაძლებლობა.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა პროფესიული ცნობიერების გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, დაიგეგმა და მოეწყო საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან და ჩვენი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან:
სასწავლო წლის დასრულებამდე დაგეგმილია შეხვედრები ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ წარმატებულ სტუდენტებთან და რომანების „შემოვალ ეტლით“ და „შულამელი გოგონები“ ავტორებთან, შორენა ხუხუასთან და გვანცა გუბელაძესთან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს