მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე,1950 წლის 1 ივნისიდან, ყოველ წელს აღინიშნება და მას მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს - ეს დღე შეხსენებაა, ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
ისტორია კი ბევრად ადრე - 1925 წლიდან იწყება, როდესაც ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის საკითხებზე მსჯელობა დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარების შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო, 1949 წლის ნოემბერში პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესი შედგა, სადაც დაიდო ფიცი დაუღალავი ძალისხმევისა, რათა შენარჩუნებულიყო მშვიდობა მთელს მსოფლიოში, რაც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
რატომ აღინიშნება ეს დღე 1 ივნისს? - ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა უპატრონო ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული „დუან-უცზე“ - დრაკონის ნავების ფესტივალი. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც ჟენევაში „ბავშვთა“ კონფერენცია იმართებოდა.
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გენო ადამიას სახელობის, სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 „დ“ კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა, შორენა ნოდიამ, დაგეგმეს და ჩაატარეს შემეცნებითი და სახალისო ღონისძიება.
მოსწავლეებმა და მასწავლებელმა, საკლასო ოთახი ფერადი ბურთებით და ყვავილებით მორთეს. მასწავლებელი ესაუბრა და გააცნო მათი უფლებები, მიულოცა და უსურვა ლაღი და ღიმილიანი ბავშვობა.
ბავშვები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. მორთეს გონებრივი იერიშის რუკა „ბავშვს აქვს უფლება“, სტიკერებზე წააწერეს მათი უფლებები, ასევე შექმნეს ამ დღის ცოცხალი „სიმბოლური დროშა“, შემდეგ კი გადაინაცვლეს სკოლის ეზოში და ფერადი ცარცით მოხატეს ქვაფენილი. გადაიღეს სურათები. ბოლოს კი გადაინაცვლეს მოსწავლე ახალგაზრდობის ხეივანში, სადაც ჩაერთნენ გასართობ და კულტურულ ღონისძიებაში. ეს დღე მხიარულ, ხალისიან და სიყვარულით გაჯერებულ კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად დარჩებათ პატარებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს