მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ამჯერად გეზათის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის - გიორგი ქამადაძის შესახებ გიამბობთ, რომელიც მოსწავლეთა 74-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში ჩაერთო.
„გიორგი ქამადაძის მიერ წარმოდგენილმა თემებმა - შავი ჭირიდან კორონავირუსამდე (ისტორიისა და ეთნოლოგიის სექცია. თემის ხელმძღვანელები: ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ხომერიკი და ბიოლოგიის მასწავლებელი ირმა ჭანტურია) და „სამკუთხედების მსგავსების პრაქტიკული გამოყენება“(მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიის სექცია, თემის ხელმძღვანელი -იზაბელა გაბუნია) შესაბამისად დაიმსახურა ხარისხის დიპლომი და სიგელი. თემებზე მუშაობისას მან გამოავლინა დამოუკიდებელი სწავლის, კრიტიკული გააზრების კვლევის, შემოქმედებითობისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები.
გიორგი სკოლის ათოსანი მოსწავლეა. იგი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, სკოლის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით. არის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი. მისი ინიციატივით კეთილ მოეწყო სპორტული მოედანი და სკოლის ეზო“, - აღნიშნულია გეზათის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს