მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ველევის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ველევის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები გულმოდგინედ მოემზადნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად; გადაწყვიტეს, მოეწყოთ სამშობლოსადმი მიძღვნილი საყვარელი ლექსის კითხვის დღე, რომელშიც მონაწილეობას, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც მიიღებდნენ და მშობლებიც, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო და ფორმატიც შეიცვალა.
როგორც ველევის საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინე ჭიჭინაძე გვიამბობს: „3 ივნისს ლადო ასათიანის სტრიქონების „რომ ლექსი კურნავს ყოველგვარ ტკივილს და ლექსი თვითონ ტკივილი არის“ გამოძახილის შესაბამისად წარვმართეთ საღამო: წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას და აღინიშნა, რომ ცხოვრება სიკვდილ- სიცოცხლის ბეწვის ხიდზე სვლაა, შემდეგ ანთებული სანთლების ფონზე მოსწავლეებმა: ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა, დავით ნეფარიძემ და ანი არდიამ წაიკითხეს ანა კალანდაძის, გალაკტიონ ტაბიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ლილი ნუცუბიძის ლექსები სამშობლოსა და სიცოცხლის ზეიმზე. პატარებმა პატარა სპექტაკლიც გაითამაშეს“.
„ღონისძიება მოამზადა სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჭიჭინაძემ; მან პირველმა წაიკითხა მირზა გელოვანის „ო, მაპატიეთ“ და ამ სევდიანი ლექსით პატივი მიაგო მარადისობაში გარდასულთ; ეს იყო ურთიერთპატივისცემის, თანაგრძნობის გამოხატვისა და სამშობლოს სიყვარულის გაკვეთილი.
პოსტერის მომზადებასა და დიზაინის მოფიქრებაში წვლილი მიუძღვის ანი არდიას“, - აღნიშნულია ველევის საჯარო სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს