მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„XXI საუკუნის მტერი თუ მოყვარე?“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორის - ინგა ვარდიძის მიერ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის აქტიური ჩართულობით ონლაინ პლატფორმაზე მოსწავლეთა მეხუთე სასკოლო კონფერენცია გაიმართა.
კათედრის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა ენდელაძეა, კონფერენციის ორგანიზატორი/მოდერატორი კი - ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი. კონფერენცია „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის - „პოლიმერების მეორე სიცოცხლე“ ფარგლებში ჩატარდა.
„კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება.
ონლაინკონფერენციაში მომხსენებლად მონაწილეობა მიიღეს ახალციხის №5 საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის შემდეგმა მოსწავლეებმა:
მარიამ ზედგინიძე - „21-ე საუკუნის სწრაფად მზარდი, გრძელვადიანი საფრთხე“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე / Xდ კლასი;
ნელი პარუნაშვილი -„ღირსეული ჩანაცვლება“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ნადირაძე / Xბ კლასი;
მარიამ აკოფაშვილი - „პოლიმერის მეორე სიცოცხლე“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი / XIგ კლასი;
ანა ხომასურიძე - „სათბური პლასტიკატის ბოთლებით“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია თათეშვილი/ XIდ კლასი;
თათული აღლემაშვილი - „პოლიმერების დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა თანამედროვე ეკოსისტემაზე“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ირინა ლაბაძე/ Xდ კლასი;
დავით ნასყიდაშვილი - „ოპტიმალური შეფუთვა /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი თამარ ჯინჭველაძე/ Xა კლასი;
თათია ივანიძე - „სინთეზური პოლიმერები“ /ფიზიკა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი მთვარისა ქურციკიძე / IXბ კლასი;
გულიკო აღლემაშვილი - „გარემოს დღევანდელი პრობლემები და მათი მოგვარების გზები“ /ბიოლოგიაა/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ლია ფეიქრიშვილი / Xგ კლასი;
ნელი პარუნაშვილი - „ბიოპოლიმერები“ /ბიოლოგია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი შორენა ენდელაძე/ Xბ კლასი;
ხატია ივანიძე - „პოლიეთილენის მეორე სიცოცხლე“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი კლარა კუპრეიშვილი/ XIგ კლასი;
რეზო აზირაშვილი - „მტერი თუ მოყვარე?“ /ქიმია/ ხელმძღვანელი მასწავლებელი ნაზი ტორიაშვილი/ IXგ კლასი;
კონფერენციამ მეტად საინტერესო ვითარებაში ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებისაგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
მოსწავლეებს ონლაინსერტიფიკატები და ხელმძღვანელ მასწავლებლებს ონლაინმადლობის სიგელები გადასცა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ინგა ვარდიძემ.
ონლაინკონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ახალი სკოლის მოდელის პროექტის ფარგლებში ლიდერობის განვითარების ექსპერტი-ქალბატონი ნინო მელქაძე, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი-ქალბატონი ხათუნა ხმალაძე, სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
400-მდე ვაკანსია პედაგოგებისთვის - ბოლო სამ კვირაში სკოლებში გამოცხადებული კონკურსები
ბავშვებთან მუშაობა მოითხოვს არა მხოლოდ პედაგოგიურ ცოდნას, არამედ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების ცოდნასაც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება...“-
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს