მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ნახატებით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ბუნების მიმართ. სკოლაში განხორციელდა პროექტები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„5 ივნისი გარემოს დაცვის და ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. რა თქმა უნდა, ჩვენს სკოლაშიც აღინიშნა ეს დღე.
დედამიწის განადგურება და სხვადასხვა საარსებო გარემოში მცხოვრებ არსებებზე, დედა ბუნებაზე ზრუნვა გამოხატეს თავიანთ თემატურ ნახატებში მე-9 კლასის მოსწავლემ ნინი კირთაძემ და მე-6 კლასის მოსწავლემ ზურა ჯოხაძემ. პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლე ანასტასია ლობჟანიძემ მოამზადა პრეზენტაცია ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოზე, მის თანამედროვე პრობლემებსა და პრობლემის მოგვარების შესაძლებლობებზე. ბიოლოგიის მასწავლებელი მაია კაკაბაძეა.
პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი გურეშიძემ მოამზადა თემატური პოსტერი. ხოლო მე-10 კლასის მოსწავლე მათე მიქაძემ მოამზადა პრეზენტაცია: „უთხარი პლასტიკს არა“. გეოგრაფიის მასწავლებელი მეგი ზიბზიბაძეა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ერთგვარი პერფორმანსი - ჩვენ გვიყვარს გარემომცველი სამყარო, რომელიც ჩვენი ეზოდან იწყება, ამიტომ ვზრუნავთ მასზე. მოსწავლეები: ანა იობიძე, ელენე ლიპარტელიანი, გიორგი და ვლადიმერ სალუქვაძეები, მურთაზ და თამარ კიკალიები. მე და საზოგადოების პედაგოგი მაია ნუცუბიძე-ქობულია“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან