სიახლეები
პიროვნება

„რასაც უნდა აკეთებდე, თუ მასში დიდი სიყვარული არ დევს, მაშინ ამაოა შენი გარჯა“ - მაია ნუცუბიძე-ქობულია, წყალტუბოს N4 სკოლის დირექტორი
08-06-2021
-
+


რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge  წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორის - მაია ნუცუბიძე-ქობულიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- საამაყოა, რადგანაც  სკოლიდან უშვებ დაფრთიანებულ ახალგაზრდებს, რომლებიც საზოგადოების ღირსეული წევრები ხდებიან, მაგრამ მეორე მხრივ სკოლის დასრულება სევდიანია, რადგანაც აცილებ იმ უსაყვარლეს ბავშვებს, რომლებსაც 12 წელიწადი ზრუნვასა და სიყვარულს არ აკლებდი.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- ძლიერ გუნდს. ძლიერი სკოლაა, როცა პროფესიონალიზმია დაფასებული, კოლეგების ურთიერთობები კი პატივისცემასა და სიყვარულზეა აგებული.

- გამორჩეულად მახსენდება...

- მიმდინარე სასწავლო წლის ნოემბრის თვე, როცა სასკოლო პროექტი  დავწერე, სკოლის კულტურული სივრცის შექმნაზე და  გავიმარჯვე, მახსოვს, როგორ მიხაროდა, რომ სკოლის მომავლისთვის დიდი საქმეს ჩავუყარე საფუძველი.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ყველა ეტაპზე და  ყველა გამოწვევის დროს. თუ ოჯახი გვერდით არ გიდგას, ძნელია, მიაღწიო სასურველ შედეგებს. აქ იგულისხმება, როგორც თითოეული ჩვენგანის, ისე მოსწავლეთა ოჯახებიც, რომლებიც ჩვენთან ერთად  განიცდიან, ფიქრობენ და გვერდით დგანან სიძნელეების გადაჭრისა თუ სიხარულის დროს. 

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- როცა შენ თვითონ ხარ კეთილი, პროფესიონალი, გულწრფელი, პასუხისმგებლობით გამორჩეული, შეგიძლია პატიება, მოფერება და დახმარება. მაშინ მოსწავლეს უყვარხარ და სიძნელეებიც დაძლევადია.

- დირექტორის მოტივაციაა...

- შრომის დაფასება. დღეს კოლეგებმა სიგელი გადმომცეს. მოულოდნელი სიხარულისგან ვტიროდი. ამაზე დიდი მოტივაცია დირექტორისთვის არ არსებობს. რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა, როცა ასევე გრძნობ  ბავშვების  და მშობლების სიყვარულს, ამ დროს  მოტივაცია გიასმაგდება. 
 
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- მუდმივი სწრაფვა სიახლეების დანერგვისთვის, უდიდესი შრომა, უძილო ღამეები. წარმატება მოდის დიდი შრომის და დიდი პასუხისმგებლობის  ფასად. რასაც უნდა აკეთებდე, თუ მასში დიდი სიყვარული არ დევს, მაშინ ამაოა შენი გარჯა. მაშინ კეთილი უნდა ინებო, გვერდზე  გადგე და გზა ღირსეულს დაუთმო.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება