მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლისთავს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. მოსწავლეებმა ვაჟას უკვდავი შემოქმედება შთამბეჭდავად გააცოცხლეს.
„ღმერთო სამშობლო მიცოცხლე“- ამ სლოგანით წარიმართა ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობა მარელისის სკოლაში.
ქართული ენის კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიება კურატორი პედაგოგების ირინა კუპატაძისა და ნინო ცისკაძის მიერ მომზადებული სცენარით წარიმართა. მოსწავლეებმა თავიანთი უზადო შესრულებით ლექსებში, ჩანახატებში, სიმღერებსა და ცეკვებში გააცოცხლეს ვაჟას უკვდავი შემოქმედება. ქართული სიტყვაკაზმული ვაჟას გამორჩეული რითმების ფონზე სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ულამაზესი გოგო- ბიჭები ქართულ კაბებში, ჩოხებსა და თემატურ მაისურებში გამოწყობილნი. კუნთმაგარი ბიჭები ქართული ხუთჯვრიანი დროშების ფრიალით უერთებდნენ თავიანთ შემართებას სამშობლოსა და ბუნების სიყვარულით გამთბარ უკვდავ ქართულ სიტყვას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“