სიახლეები
სკოლები

„მწვანე დღე“ დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში
08-06-2021
-
+


1972 წლის 15 დეკემბერს გაერო-ს  გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაერო-ს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს.

პირველად გარემოს დაცვის დღე აღინიშნა 1973 წელს, რომლის თემაც იყო „მხოლოდ ერთი დედამიწა“. 1974 წლიდან ღონისძიებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მახინჯაურის საჯარო სკოლაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის, ადგილობრივი ფლორისა და კონსერვაციის განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს ლექცია-სემინარი - „აჭარაში დაცული წითელი ნუსხის სახეობები“.

სემინარს ესწრებოდნენ მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები. შეხვედრა საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა.
მოსწავლეებმა დარგის სპეციალისტებს საინტერესო კითხვები დაუსვეს და ასევე საინტერესო, ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის დასასრულს კი, სკოლის ეზოში ბავშვებმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ საჩუქრად გადმოცემული, გადაშენების პირას მყოფი - წაბლის ხის ნერგები დარგეს.

„მახინჯაურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს - მაია დარჩიძეს, ნინო ჯიჯავაძეს, ნინო ბერიძეს, ქრისტინე ფახურიძეს საინტერესო, მწვანე დღისათვის და მადლობა ჩვენი სკოლის აქტიურ პედაგოგებს, საგნისა და დარგის სპეციალისტებს, ნაზიბროლა შარაძესა და ლელა თევდორაძეს შეხვედრის ორგანიზებისათვის. მადლობა მოსწავლეებს აქტიურობისა და ინტერესისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

წინარეხის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულები მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება