მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ტყიბულის N2 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია - „მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში“. კონფერენციაზე განიხილეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, თავიანთი ბუნებით, გეოგრაფიული მდებარეობით, ეკონომიკითა და კულტურული ძეგლებით.
ასევე გაიმართა დისკუსია, თუ როგორ შეიძლება ტურისტულ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამა თუ იმ კუთხის განვითარება. ხელმძღვანელი გახლდათ გეოგრაფიის მასწავლებელი, მაყვალა ვარდოსანიძე, კონფერენციაზე კი წარდგენილი იყო შემდეგი პროექტები:
1.მცხეთა-მთიანეთი - თამარ აბესაძე; 2.კახეთი - გვანცა ფანცხავა; 3.აფხაზეთი - მარიამ ოდიკაძე; 4. აჭარა - გოგა სახელაშვილი; 5.სამცხე ჯავახეთი - ვერიკო წურწუმია; 6.სამეგრელო ზემო სვანეთი -გიორგი წურწუმია; 7. რაჭა-ლეჩხუმი - ნიკა დონაძე; 8. გურია - ირაკლი ქათამაძე; 9.ქვემო ქართლი - ამიკო ცირეკიძე; 10. შიდა ქართლი - გურანდა ბარბაქაძე; 11.იმერეთი - გიო ბოჭორიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს
ბავშვბმა გაცვალეს „საიდუმლო სანტას“, საჩუქრები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ერთმანეთს ბედნიერი ახალი წელი უსურვეს
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...