მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N21 საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 51 კურსდამთავრებულიდან 5 ოქროს მედალოსანია და 2 - ვერცხლის. დირექციამ და მასწავლებლებმა აღზრდილ მოსწავლეებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.
„წლების ფერხული და სიცოცხლის მაჯისცემა ყველაზე უკეთ სკოლაში იგრძნობა. თითქოს გუშინ იყო, დედის ხელს მაგრად ჩაბღაუჭებულმა გოგო-ბიჭებმა გაუბედავად რომ შემოაბიჯეს სკოლაში და მასწავლებლის წინამძღოლობით ცოდნის სამყაროს მიეახლნენ დაუვიწყარი თავგადასავლებისა და ჯადოსნური მოგზაურობისათვის...
და მერე?.. იყო „აი ია“ და ასოთა ღეროვანი ლეგიონების ლაშქრით წიგნიერების სიმაგრეში ტრიუმფით შესვლა...იყო დაცემა და წამოდგომა, იმედგაცრუების ტკივილი და წარმატების ბედნიერება, ეკონომიკური კრიზისის ფონზე მედგრად დგომა და ყოველი განსაცდელის ახალ შესაძლებლობად ქცევის სიხარული. ისინი კი იზრდებოდნენ და ფრთიანდებოდნენ, მომავალს იმედით შეჰყურებდნენ და ცოდნის ტაძარს შეფარებულები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ემზადებოდნენ, პასუხისმგებლობისთვის თვალის გასწორებას სწავლობდნენ.
მარადიულად განმეორებადი, მაგრამ ყოველთვის ახალი და უჩვეულოა სასკოლო ცხოვრება, „თაობა მოდის, თაობა მიდის“, ყოველ ეტაპს მისთვის დამახასიათებელი ტრადიციად ქცეული ფორმა აქვს დამკვიდრებული, უკანასკნელი ერთი წელი კი რადიკალურად შეცვალა პანდემიამ, პეწი დაუკარგა, გაანაცრისფერა სამყარო და, რა გასაკვირია, რომ სასკოლო ცხოვრებასაც დააჩნია თავისი ხელი. ანც გოგო-ბიჭებს სანატრელი გაუხადა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეობის განცდა, მერხთან ჯდომა, ბანკეტი და ბოლო ზარის ტრადიციული რიტუალი. საზეიმოდ კი ნამდვილად ჰქონდათ საქმე. დაძლიეს სკოლის ყველა საფეხური, არაერთი წარმატება მოიპოვეს საგნობრივ, ინტელექტუალურ თუ სპორტულ კონკურსებსა და შეჯიბრებებში...
თორმეტწლიანი გამოცდილებით გაუსწორა თვალი მომავალს რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის 51-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 5 ოქროს მედალოსანია და 2- ვერცხლის. მათი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადაბიჯების მოკრძალებულმა, რეგულაციებს დაქვემდებარებულმა ღონისძიებამ თავისი არსი მაინც შეინარჩუნა. სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ სკოლასა და ბავშვობას, რათა ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ და თავიანთი სიტყვა თქვან, მამულის მაჯას ხელი არ გაუშვან და მხოლოდ წინ იარონ. „დაე, იარონ, იარონ, იარონ, ამინ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
ბავშვბმა გაცვალეს „საიდუმლო სანტას“, საჩუქრები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ერთმანეთს ბედნიერი ახალი წელი უსურვეს
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...