სიახლეები
სკოლები

323 ოქროს, 201 ვერცხლის და 145 ბრინჯაოს დიპლომი - თბილისის N106 საჯარო სკოლის წარმატება izrune.ge-ში
08-06-2021
-
+


თბილისის, ზურაბ იარაჯულის სახელობის, N106 საჯარო სკოლა, უკვე მე-3 წელია აქტიურად არის ჩართული უპრეცენდენტო საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში.

პორტალში ჩართვამ სასკოლო ცხოვრებაში სიახლე, აქტიურობა, აზარტი და სასიამოვნო მოლოდინის განცდა შემოიტანა. გახშირდა მსჯელობები, დისკუსიები და განხილვები მოსწავლეთა შორის izrune.ge-ს ტესტების შესახებ. ტესტებში შემავალი ზოგიერთი დავალება არამარტო ბავშვებს, არამედ მშობლებსაც ჩააფიქრებს და უბიძგებს, პასუხი წიგნში, google-ში ან სამეგობროში მოიძიონ. ოჯახი-ბავშვი-სკოლა - ამ შესანიშნავმა წამოწყებამ ნამდვილად მიაღწია მთავარ მიზანს, გააერთიანა ეს 3 რგოლი!..

უკვე სასწავლო წლის დასასრულია. ასმეექვსელები კი ტრადიციული მონდომებითა და აქტიურობით გამოირჩევიან. მაისის თვეც წარმატებით შევაჯამეთ izrune.ge-ს დახმარებით. სკოლა ზეიმობს თავისი მოსწავლეების წარმატებულ და საამაყო შედეგებს:

323 ოქროს, 201 ვერცხლის და 145 ბრინჯაოს დიპლომი და შვილების წარმატებით ამაყი ოჯახები მაისშიც არ აკლდა N106 საჯარო სკოლას. 

„საგანმანათლებლო პორტალი მამულიშვილურ საქმეს აკეთებს არა მარტო დღევანდელი, არამედ მომავალი თაობის აღზრდა-განათლებისთვის. სწორედ ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის იბრძვიან ერთმუშტად შეკრულნი სკოლის ხელმძღვანელი - ბატონი თენგიზ გულოდრავა, სკოლის მასწავლებლებსა და მზრუნველ მშობლებთან ერთად.

„სუპერ სკოლის“ ტიტულის მქონე N106 საჯარო სკოლა კი 2020-2021 სასწავლო წელს თავისი „სუპერ და მომავლის კლასებითა“ და განათლებული, მოაზროვნე მოსწავლეების მიერ მოპოვებული დიპლომების ოკეანით ასრულებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება