სიახლეები
სკოლები

„წარსულში რჩება ბავშვობა და იწყებთ ახალ დამოუკიდებელ ცხოვრებას“ - თბილისის N143 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობა
08-06-2021
-
+


ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ბოლო ზარი დაირეკა თბილისის N143 საჯარო სკოლაშიც:

„ბოლო ზარი... 12-წლიანი სასკოლო ცხოვრების დასრულების მაუწყებელია, ემშვიდობებით საყვარელ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს და გული გწყდებათ, რადგან წარსულში რჩება ბავშვობა და იწყებთ ახალ დამოუკიდებელ ცხოვრებას. წინ უამრავი ლამაზი, საინტერესო თავგადასავლით სავსე ცხოვრება გელით.

„განათლება ჰგავს მზესა...“ - ამბობდა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე; ცოდნით გაგენათებინოთ სამყარო, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს; შორს გაგეტანოთ ჩვენი ქვეყნისა და სკოლის სახელი. გისურვებთ, უამრავ წარმატებასა და ნათელ მომავალს! სიყვარულით 143-ე სკოლის პედკოლექტივი!“ - ასე გააცილა მშობლიურმა სკოლამ კურსდამთავრებულები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლის სახლმა პედაგოგები დააჯილდოვა - დეტალები

მასწავლებლები, რომლებიც გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურს, 50 ლარს არ გადაიხდიან - დეტალები

შეზღუდვა, რომელიც ყველა მე-12 კლასელს მეორე სემესტრიდან შეეხება - დეტალები ესგ-დან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ანა კალანდაძის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს 

ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის 

საინტერესო

როდის დავდგათ ნაძვის ხე - ჩაინიშნეთ ბედნიერების მომტანი დღეები

ხელოვნური ინტელექტი  ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობას, რაც სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია 

სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია 

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ტესტირების შედეგად გააანალიზეთ გახვედით თუ არა სასურველ შედეგზე

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სიახლეები
საზოგადოება