სიახლეები
სამასწავლებლო

„ძლიერი სკოლა ნიშნავს მოსწავლისა და მასწავლებლის წარმატებას“ - გულნაზ ფუტკარაძე, დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2021
-
+


ძლიერი სკოლა ნიშნავს მოსწავლისა და მასწავლებლის წინსვლას - ამბობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ​ დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ფუტკარაძე და წარმატების ფორმულის გაზიარების გარდა, სკოლისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზეც არ იშურებს საკუთარი გამოცდილების საჯაროდ დაფიქსირებას. 

რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე დღვანის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ფუტკარაძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს. 

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის სასიხარულოა მოსწავლეებისათვის და სკოლის წარმატებით დასრულებისათვის.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .

- ძლიერი სკოლა ნიშნავს მოსწავლისა და მასწავლებლის წარმატებას, წინსვლას, სკოლის მიღწევებისა და საკუთარი წარმატების განხორციელებას. აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ეხმარება საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის. 

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- მოსწავლისთვის სამაგალითოა საკუთარი ცოდნის, უნარების გადაცემა, პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას, საკუთარი წვლილის შეტანას და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ განვითარებაში.

- დირექტორის მოტივაციაა...

- დირექტორის მოტივაციაა სასწავლო პროცესის დროს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდეციებს კლასისა და სკოლის დონეზე. სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება მოსწავლეებში. 

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, მოზარდს უნდა ჩამოუყალიბოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, არჩევანის გაკეთება შემდგომი განათლებისა და შრომითი საქმიანობისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება