სიახლეები
სკოლები

„ეს ჩვენი სოფლის, სკოლის, თემის, მუნიციპალიტეტის ჩემპიონი და მოაზროვნე ბავშვები არიან!“-ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს
09-06-2021
-
+


ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა მოაზროვნე და ინტელექტუალურ თაობას ზრდის. სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ჩემპიონატებსა და კონკურსებში წარმატებას აღწევენ. დირექცია კი მათ წახალისებაზე აქტიურად ზრუნავს.

ბავშვთა დაცვის დღე და მორიგი წარმატება მიულოცა მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა მარიკა დუმბაძემ და წინსვლა და ბედნიერი ბავშვობა უსურვა. 

„1-ლი ივნისი ყველაზე თბილი სეზონის, ზაფხულის პირველი დღე და ყველაზე ძვირფასი, ყველაზე თბილების, ლაღების, ყველაზე პოზიტიურების, საუკეთესოების დღე, ჩვენი მომავალი თაობის დღეა!

 გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, არ არის მარტივი ვიყო სკოლის ხელმძღვანელი, თუმცა სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ვარ იმ სკოლის ხელმძღვანელი, სადაც თქვენ მეგულებით ბავშვებო! 

გილოცავთ, და პირველ რიგში მინდა გისურვოთ, რომ იყოთ ჯანმრთელები, სიცოცხლით სავსენი, მუდამ ნათელი გზებით გევლოთ ცხოვრებაში, დღეგრძელები, საამაყონი, სამაგალითონი, უფლისგან დალოცვილები იყავით, როგორი ხალისიანები, გულწრფელებიც ხართ ახლა მუდამ ასეთები ყოფილიყავით!

ძლიერი და მტკიცეა ყველა ოჯახი, სადაც ბავშვების ჟრიამულია!

ბავშვებთან ურთიერთობისას სული იკურნებაო, სწორედაც, რომ ასეა, თქვენთან ყოფნისას ქრება სევდა, დარდი, პრობლემები, ლამაზია თქვენი სამყარო, იმდენად ლამაზი, რომ უფროსებს გვახარებს თქვენს სამყაროში მოხვედრა, გვიახლდება ის განცდები, ემოციები, რომელიც თქვენს ასაკში გვქონდა. არასოდეს დაკარგოთ ბავშვური სილაღე, მუდამ ფერადი და ნათელი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება, ძლიერები, მებრძოლები იყავით, არასდროს შეუშინდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს და არცერთი ცხოვრებისეული გამოწვევა არ დატოვოთ უპასუხოდ, თქვენ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის იმედი, ნათელი სხივი ხართ, თქვენ ჩვენი ქვეყნის ძალა ხართ! 
ვულოცავ სამყაროს, დედამიწაზე მოვლენილი, ანგელოზების დღეს! 
უფალმა დაგიფაროთ და გახაროთ მუდამ! 

პ.ს ეს ბავშვები ჩვენი სოფლის, სკოლის, თემის, მუნიციპალიტეტის ჩემპიონი და მოაზროვნე ბავშვები არიან! გვეამაყებით, სიამაყე და სიძლიერეა თქვენი არსებობა საქართველოსთვის! კიდევ ბევრი წარმატება ბავშვებო!“- აღნიშნულია სკოლის დირექტორის მ/შ მარიკა დუმბაძის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება