მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია კასპის მუნიციპალიტეტის, ფერმის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ფერმის საჯარო სკოლის Vlll კლასში ჩატარდა პროექტი-გაკვეთილი ბიოლოგიაში თემაზე „ჯანმრთელობა და მავნე ჩვევები“; ბიოლოგიის მასწავლებელთან, ნელი ქავთარაძესთან ერთად, მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს თამბაქოს მავნებლობის შესახებ, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში და მოაწყვეს საინტერესო პრეზენტაცია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მთისძირის საჯარო სკოლის პირველკლასლებმა დაუნის სინდრომთან დაკავშირებით თემატური ნამუშევრები შექმენს
„ბოდბისხევის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის აქტიურ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას“