სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი საუკეთესო პედაგოგებს გამოავლენს
08-06-2021
-
+


წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ტარდება, რომელიც საქართველოს სამ რეგიონში მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო  მასწავლებლებს გამოავლენს. 

რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. 

კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების მიღება - გასულ კვირას დასრულდა. ჟიური, რომელიც განათლების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული,  იმერეთის, შიდა ქართლისა და კახეთის  საუკეთესო მასწავლებლებს 4 ნომინაციაში გამოავლენს: 

  • საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის);
  • სწავლებაში;
  • საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში; 
  • საუკეთესო დამწყები მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენა და ლიტერატურა) სწავლებაში; 
  • საუკეთესო დამწყები მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში. 
ჟიურის შემადგენლობაში არიან: 

შალვა ამონაშვილი, დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი;
სიკო ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მშობლები განათლებისთვის; 
ზურაბ ვახანია, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფიზ.-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები 2021 წლის ივნისში დასახელდებიან. 

ნენსი პარქსი, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი: წარმატების მისაღწევად ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი საფუძველი კითხვასა და მათემატიკაში, რომელსაც ისინი დაწყებით კლასებში იქმნიან. შესაბამისად, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვების მომავალ აკადემიურ წარმატებაში. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. დაწყებითი კლასების გამორჩეულ მასწავლებელთა აღიარება ერთ-ერთი გზაა საზოგადოების ინფორმირებისთვის. 

ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი: 

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ წარმატებული პარტნიორობა შედგა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამასა და ფონდს შორის.

გვჯერა, კონკურსში მონაწილეობაც კი მეტ მოტივაციას შეუქმნის რეგიონის  პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელიც კი რჩება საზოგადოების მხრიდან. 

ვფიქრობთ, ჟიურის შემადგენლობა კონკურსს კიდევ უფრო მეტ სანდოობას სძენს და მათ საინტერესო პროცესი ელოდება წინ. ვიმედოვნებთ, საუკეთესო პედაგოგები მოიპოვებენ წელს გამარჯვებულის ტიტულს. 

აღნიშნული პროექტის დაფინანსებით გავაფართოვეთ ფონდის მიერ მხარდაჭერილი იმ პროექტების სპექტრი, რომლებიც მიზნად ისახავენ გახადონ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟიული და მისაბაძი, გაგვაცნონ ჩვენ ყველას მათ შორის საუკეთესოები, რომ მეტად დავაფასოთ მათი შრომა.

საგრანტო ხელშეკრულების შესახებ: 2020 წლის ნოემბერში სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტსა (RTI) და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულების ფარგლებში USAID საბაზისო განათლების პროგრამამ, რომელსაც RTI ახორციელებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების დასანერგად საგრანტო დაფინანსება მიიღო. 

RTI-ს შესახებ: RTI ახორციელებს USAID საქართველოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით.  პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. 

ფონდის შესახებ: 
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. გპფ მოწოდებულია საკუთარი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. გპფ-ს ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 2 მილიონ ლარს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება