მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და სხვადასხვა პროექტშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა“(გლობალური მიზანი N 3); პროექტის ავტორი გახლავთ ინგლისური ენის პედაგოგი ციცი ჭანტურია; პროექტის ფარგლებში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები, დისკუსიები, მრავალი საგანმანათლებლო აქტივობა (მათ შორის ესეებისა და ნახატების კონკურსი, თემატიკაზე - „ჩემი თვალით დანახული კოვიდ 19“); დასკვნითი ნაწილი კი უდავოდ გამორჩეული იყო, რადგანაც საპატიო სტუმრის სტატუსით, პროექტში ჩაერთო მეცნიერებათა დოქტორი იმუნოლოგიის დარგში, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლელა ქარდავა - ამავე სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელმაც დეტალურად ისაუბრა დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევაზე და უპასუხა კითხვებს, რაც ესოდენ აქტუალურია საზოგადოებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა