მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2 000-ზე მეტი საჯარო სკოლიდან სამედიცინო კაბინეტი 603-ს აქვს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად მიაწოდა.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში, შესული ცვლილების მიხედვით, საჯარო საჯარო სკოლებს, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტის მოწყობა 2021 წლის 15 სექტემბრამდე ევალებათ; ყველა სხვა დანარჩენს კი - 2022 წლის 15 სექტემბრამდე.
საქართველოში სულ 128 საჯარო სკოლაა, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
„ამ ეტაპზე 603 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი, ამასთან აღსანიშნავია, რომ სამედიცინო კაბინეტებით აღჭურვილ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა სხვადასხვაა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ, რეგიონების მიხედვით, რამდენ სკოლას აქვს სამედიცინო კაბინეტი:
603 სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს და მისი მოწყობა მალე ყველა სკოლისთვის სავალდებულო იქნება, განათლების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული არც შესაბამისი წესი და არც ერთიანი სტანდარტი, რომელსაც სკოლაში დასაქმებული ექიმი უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული სტანდარტის მოსამზადებლად კანონის მიხედვით, სამინისტროს ვადა აგვისტომდე აქვს. რა სტანდარტებს შეიმუშავებს უწყება და რამდენად დააკმაყოფილებენ ახალ რეგულაციებს სკოლები, ამის შესახებ ინფორმაციას „ეტალონი“ გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით.
იხილეთ ასევე: ვინ აფინანსებს სკოლაში სამედიცინო კაბინეტის მოწყობას და რატომ არის აუცილებელი ექიმი? - დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ
ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში - სკოლების ნაწილს ევალება 15 სექტემბრამდე მოაწყონ სამედიცინო კაბინეტი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო