მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N21 საჯარო სკოლაში გერმანული ენის დიპლომების - DSD-ს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ. წელს 21-ე სკოლაში 39 DSD-დიპლომი გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების 90%-მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატება მიულოცა და სამინისტროს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა მიულოცა მოსწავლეებს გერმანული ენის დიპლომების მიღება და მომავალი წარმატებები უსურვა.
სამინისტროს ინფორმაციით, 21-ე საჯარო სკოლა საქართველოში პირველია, რომელიც გერმანული ენის დიპლომს გასცემს და მას ყველაზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს DSD-ს პროგრამა. სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ, მათ შორის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით. 1999 წლიდან 740-მა მოსწავლემ მიიღო მეორე საფეხურის DSD-დიპლომი.
ინიციატივა - „სკოლები მომავლის პარტნიორები“ (PASCH) 2008 წელს გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით შეიქმნა და მსოფლიოს მასშტაბით გერმანიასთან განსაკუთრებული კავშირების მქონე 1800 სკოლას აერთიანებს. ინიციატივის მიზანია გერმანული ენის გავრცელება და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება. საქართველოში 15 PASCH-სკოლაა, სადაც გერმანული ენა გაძლიერებულად ისწავლება. თორმეტ მათგანში ათი სასწავლო წლის შემდეგ შესაძლებელია გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი მეორე საფეხურის დიპლომის (DSD II) მიღება, რაც გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის წინაპირობას წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი