მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით პროექტზე - ლურჯი სუფრის ისტორიის გაცოცხლება იმუშავეს.
„მე-6ბ და მე-6დ კლასის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე აქტივობა - ლურჯი სუფრის ისტორიის გაცოცხლება. აქტივობის მიზანი იყო:
ა) მოსწავლეები გასცნობოდნენ ლურჯი სუფრის ისტორიას, მისი შექმნისა თუ გამოყენების ტრადიციას;
ბ) მოსწავლეებს თავადაც მოესინჯათ ლურჯი სუფრის ორნამენტების გადატანა ტილოზე, ქაღალდზე.
აქტივობის შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ თბილისის ისტორიას, რადგან ქალაქგარეთ გასვლა, ხის ჩრდილში აყვავებული ნუშის რტოებით გაფორმებული ლურჯი სუფრის გაშლა, მოლხენა და გაზაფხულის შესახვედრად გამართული დღესასწაული ძველი თბილისელების ტრადიცია გახლდათ. მათ ამ ტრადიციას საკუთარი ნამუშევრებით ახალი სიცოცხლე შესძინეს. პროცესში ჩართულობა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.
ნამუშევრების თავმოყრა, გამოფენა- ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა ხელოვნების პედაგოგი, ნანა ოდიკაძე, განსაკუთრებული მადლობა მას აქტიური, ინტეგრირებული თანამშრომლობისათვის. ნანა მასწავლებლის მონაწილეობით, პროექტში ჩაებნენ მე-6ა კლასის მოსწავლეები ნესტან კუბლაშვილის მონაწილეობით“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა