სიახლეები
სკოლები

„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სწრაფვა უკეთესობისკენ“ - მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2021
-
+


რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინა გოცირიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება...

- ყოველთვის ემოციურია და დატვირთულია იმ განცდით, თუ რამდენად ნაყოფიერად გაიარა საწავლო წელმა.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .

- უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო გარემოში სწავლისა და სწავლების მაღალ ხარისხს, წარმატებული თაობების აღზრდას.

- გამორჩეულად მახსენდება...

- სკოლის  განვითარებისთვის დაწერილი პროექტების „ილია ჭავჭავაძე“ და „გიორგი ნიკოლაძე“ გამარჯვება, გრანტის მოგება და გაუმჯობესებული სასკოლო გარემო.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .

- ბავშვის სწორად განვითარებისთვის, ცხოვრების მიმართულებისა და ცხოვრების წესის სწორად შერჩევისთვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .

- ერუდირებული, განათლებული, ინტელექტუალური, კომუნიკაბელური, საინტერესო ადამიანი.

- დირექტორის მოტივაციაა. . .

- დაუღალავი შრომით მიღებული წარმატებული შედეგი.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .

- მუდმივი სწრაფვა უკეთესობისკენ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება