მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა მუდამ ზრუნავს სწავლის ხარისხის ამაღლებასა და გაუმჯობესებაზე. ამ მიზნის მისაღწევად კი, საგაკვეთილო პროცესთან ერთად, სკოლის დირექტორი და პედაგოგები, მოსწავლეებს დამატებით საშუალებებითაც ხშირად ანებივრებენ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის „ლოგოსი“ მოწყობა. სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ახლა მისი ტექნიკური აღჭურვა და დეკორაციების მოწყობა მიმდინარეობს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის კულუტრულ-საგანმანათლებლო ცენტრში მოეწყობა ფილმების ჩვენება, გაიმართება სპექტაკლებიც და ბავშვები არაფორმალური განათლების სარგებელს სკოლაშივე მიიღებენ. ეს იქნება ადგილი, სადაც პედაგოგების ჩართულობით, მოსწავლეები შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენას შეძლებენ.
„სკოლის კეთილმოწყობით საქმიანობაში დირექციასთან ერთად, ჩაბმულია მასწავლებლები და მშობლებიც. ყველას, სასკოლო საზოგადოების წევრებს უხარია, რომ ახალი სასწავლო წლიდან კეთილმოწყობილი სივრცე გვექნება შემოქმედებითი საქმიანობისათვის“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„ლოგოსის“ სცენა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ელის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყინვა, თოვლი, ძლიერი ქარი.... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს