მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. პედაგოგებმა - გულო გამყრელიძემ, მაკა კიკნაველიძემ და ელზა ზიბზიბაძემ თავიანთი მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩართეს. პროექტი მიზნად ისახავდა პარალელური კლასის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას.
„1 ივნისს სკოლის ღია სივრცეში მოეწყო კინოჩვენება. მომდევნო დღეებში კი ჯგუფები ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ. სამუზეუმო ექსპონატებისა და არტეფაქტების დათვალიერებით ბავშვებმა შეიტყვეს ცნობები საკუთარი მხარის, ზესტაფონის რაიონის, ისტორიული წარსულის შესახებ.
საბავშვო კვირეულის დასასრულს კი სპორტული თამაშობები მოეწყო. აქტივობები გათვლილი იყო სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
სპორტული ღონისძიების დასასრულს პედაგოგებმა ყველა მონაწილეს სამახსოვრო დიპლომები გადასცეს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყინვა, თოვლი, ძლიერი ქარი.... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს