მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N117 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში გაიმარჯვეს. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. დირექცია ამაყობს და ულოცავს წარმატებულ მოსწავლეებს: ნონო ხატისაშვილს (გუნდის კაპიტანი), მერაბ ჩოფიკაშვილს, ანდრია ბეჭვაიას, გიორგი ტუღუშს, ქრისტინე ოგანიანსა და თინათინ დონდუაშვილს მიღწეულ წარმატებას.
„იუნესკოს გადაწყევტილებით თბილისი ერთი წლით მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით,
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის სოზარ სუბარის ინიციატივითა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, „თბილისი ჰუალინგში“ გაიმართა ინტელექტ კლუბის „რა? სად? როდის?“ ღონისძიება თემაზე - „წიგნი, ჩვენ და გარემო“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამგორის რაიონის 10 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა. ინტელექტუალურ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა 117-ე საჯარო სკოლამ. გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს ჟიურის წევრებმა.
ღონისძიების გენერალური სპონსორის - „მეტი დეველოპმენტის“ გადაწყვეტილებით რჩეული გახდა 180-ე სკოლა. რომელსაც სიმბოლური საჩუქრები გადასცა კომპანიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და ქ.თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.
თბილისის 117-ე საჯარო სკოლა ამაყობს და ულოცავს ჩვენს წარმატებულ და უნიჭიერეს მოსწავლეებს: ნონო ხატისაშვილს (გუნდის კაპიტანი), მერაბ ჩოფიკაშვილს, ანდრია ბეჭვაიას, გიორგი ტუღუშს, ქრისტინე ოგანიანს და თინათინ დონდუაშვილს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყინვა, თოვლი, ძლიერი ქარი.... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს