მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ მონაწილეობდნენ.
კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა ბიბლიოთეკების როლი თანამედროვე საზოგადოებაში და კონკურსანტის თვალით დანახული მომავლის ბიბლიოთეკა.
მოსწავლეებმა ბიბლიოთეკას საინტერესო წერილები მისწერეს და სურვილებიც აისრულეს.
„გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით, აპრილში გამოცხადდა კონკურსი სახელწოდებით - „მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“.
კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა ბიბლიოთეკების როლი თანამედროვე საზოგადოებაში და კონკურსანტის თვალით დანახული მომავლის ბიბლიოთეკა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებს - თორნიკე ბეროშვილს, უჩა ბეროშვილს და ლაშა ყურაშვილს გაგზავნილ წერილში გაჟღერებული ჰქონდათ თავიანთი სურვილები: თორნიკეს სურვილი აქვს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ გახდეს ბიბლიოთეკის დირექტორი, მოიწვიოს ბავშვები და თვითონ უკითხოს ჯადოსნური ზღაპრები, უჩა ბეროშვილს ჰქონდა სურვილი, პრიზის სახით თუ მიიღებდა წიგნებს, გადაეცა იმ ბავშვისთვის, ვისაც არ ჰქონდა წიგნის შეძენის საშუალება, ხოლო ლაშას სურს გახდეს ბიბლიოთეკარი.
გაერთიანების დირექტორის ინიციატივით, თორნიკეს დაუმზადდა ბეჭედი სახელწოდებით, „ბიბლიოთეკის დირექტორი“ და ის ერთი დღით ჩვენი გაერთიანების დირექტორის როლს შეასრულებს. უჩა ბეროშვილს გადავეცით წიგნები, ხოლო რაც შეეხება ლაშა ყურაშვილს, ის ერთი დღით ბიბლიოთეკარად იმუშავებს.
შემოსული წერილი სხვა წერილებთან ერთად აიკინძება ერთ წიგნად და მიმდინარე წლის განმავლობაში დაიბეჭდება და გადაეცემა თითოეულ მონაწილეს“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი