მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლამაზი და ფერადი „გაცილება“ მოუწყეს პირველკლასელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში.
პირველი სასწავლო წლის დასასრულს, პატარებმა საკლასო ოთახი სადღესასწაულოდ მორთეს, დღის ბოლოს კი დამრიგებელთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. პირველი კლასის მოსწავლეებისთვის დღე სახალისო და დასამახსოვრებელი გამოდგა.
პატარებს სწავლის დასრულება სკოლის ადმინისტრაციამ მიულოცა, კეთილი სურვილებით დახუნძლულები გააცილა არდადეგებისკენ და დამრიგებელსაც მადლობა გადაუხადა:
„ასე გაცილეს პირველი კლასის დამთავრება ჩვენმა პატარებმა. უფალი გფარავდეთ ბავშვებო. თქვენი გადადგმული ნაბიჯი ბედნიერებით, სიყვარულით და სიხარულით აღსავსე ყოფილიყოს... ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საყვარელ პედაგოგს ნანა ყურაშვილს, რომ ასე ბეჯითად უდგას ჩვენს პატარებს მხარში“ - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის გამოსამშვიდობებელ წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი