მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
პროექტის - „ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“ - ფარგლებში, მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ხოჯორნის საჯარო სკოლის ციფრული კლუბი.
კონკურსის მიდინარეობისას, ხოჯორნის საჯარო სკოლა აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში, შეისწავლეს WEB 2.0 ინსტრუმენტები, რომელიც წარმატებით დანერგეს სასწავლო პროცესში; ინოვაციური ცენტრის სასწავლო კურსით მიღებულ ცოდნას ისინი აქტიურად ნერგავენ და უზიარებენ თანატოლებსა და პედაგოგებს; ასევე მოაწყვეს რამდენიმე შემეცნებითი კონკურსი ტექნოლოგიების გამოყენებით. შექმნეს ვებ-გვერდი ელენე ახვლედიანის შემოქმედების შესახებ და კონკურსში „საუკეთესო ვებგვერდი“ მესამე ადგილი მოიპოვეს.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ხოჯორნის საჯარო სკოლის ციფრულმა კლუბმა „ხოჯორნელი ვარსკვლავები“ - საინტერესო პროექტები წარმოადგინეს. Adobe Flash პროგრამის გამოყენებით შექმნეს ანიმაციები, მაკეტი საქართველოს რუკა, რომელზეც მონიშნული იყო ხოჯორნი-ფარი და ამ მანძილის გასავლელად შექმნეს „ხოჯორნომობილი“.
კონფერენციას ხოჯორნის სკოლა ონლაინ ჩაერთო, ხოლო ადგილზე იმყოფებოდა პროექტის წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეებს გადასცა კურსის გავლისა და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
გუნდის ხელმძღვანელი გახლდათ კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი