მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და იმაზეც აქტიურად მსჯელობნ, რა პროფესიას სურთ, რომ დაეუფლონ.
ინჟინერია დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი და მოთხოვნადი პროფესიაა. ამ პროფესიის წარმატებულ მხარეებზე, საინჟინრო შესაძლებლობებსა და მომავლის პერსპექტივებზე, სოფელ გურჯაანის მე-6 კლასის მოსწავლეებს ონლაინ ესაუბრა მოწვეულ სტუმარი, ოთარ კემულარია, რომელიც გახლავთ „კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის“ წამყვანი ინჟინერი, ასევე საავიაციო საწარმო „ტამ მენეჯმენტის“ ინჟინერ-კონსტრუქტორი. შეხვედრას კოორდინაციას უწევდა პედაგოგი დიმიტრი პოპოვი.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას