მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ნანა ჯალაღონიას მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების მიღწეული წარმატება ისე ახარებს, რომ გულიც კი უჩუყდება. ამაყობს თითოეული მათგანით და დირექტორის მოტივაციადაც ინიციატივიან სასკოლო საზოგადოებას ასახელებს.
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის მოსაზრებებს გაეცანით უფრო დეტალურად, მისი ბლიც-ინტერვიუდან:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .
სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის გარკვეულ ემოციებთან - რაღაცის დასასრულთან, მაგრამ ამავდროულად, დასაწყისთან არის დაკავშირებული. ორი გრძნობა ეხმიანება ამ დროს ერთმანეთს... გიხარია და თანაც ვერ ელევი ვიღაცას, რაღაცას... ცხადია არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი. პირიქით, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ემოციურად დასრულდა უჩვეულო და საინტერესო სასწავლო წელი.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .
- ძლიერი სკოლისთვის მიმაჩნია, რომ ბევრი ფაქტორია განმაპირობებელი, მათ შორის უმთავრესად უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სასკოლო საზოგადოების - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი - თანამშრომლობა, ჩართულობა, აქტიურობა. მაღალკვალიფიციურ პედაგოგთა ძლიერი გუნდი, მუდმივი ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესი.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის. . .
- ყოველთვის გამოვარჩევ ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების არაერთი წარმატების შედეგად მონიჭებულ ემოციებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი მოსწავლის დავით ბერულავას წარმატებას საერთაშორისო კონკურსებზე, ოლიმპიადებზე. ასეთ დროს ყოველთვის გული მიჩუყდება... ვამაყობ თითოეული მათგანით.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა . . .
- ოჯახის მხარდაჭერა ცალსახად მნიშვნელოვანია ნებისმიერ შემთხვევაში.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .
ადამიანი-მასწავლებელი - მეგობრული, ტოლერანტი, მხარდამჭერი.
- დირექტორის მოტივაციაა. . .
აღიარება. გაზიარებული პასუხისმგებლობა. მოტივირებული და ინიციატივიანი სასკოლო საზოგადოება. განხორციელებული პროექტები, მოსწავლე/მასწავლებელთა წარმატება.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .
- მუდმივი სწავლა! სიახლეებისადმი და გამოწვევებისადმი მზაობა, მიმღებლობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.