მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა - ილია ჭავჭავაძის ამ ცნობილი ფრაზით ულოცავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლა მოსწავლეებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
და ეს უბრალოდ სიტყვები როდია, სკოლის ხელმძღვანელი და მასწავლებლები ყოველდღიურად, რეალობაშიც ზედმიწევნით კარგად ასრულებენ ამ ამოცანას. ისინი მუდამ ზრუნავენ, სასწავლო მასალა ბავშვების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად გამოიყენონ.
ხუნევის საჯარო სკოლა ღონისძიებების მოწყობითაც გამორჩეულია და მნიშვნელოვან თარიღებს ყოველწლიურად აღნიშნავს. არც წლევანდელი 1 ივნისი იყო გამონაკლისი. ბავშვთა დაცვის დღეს მოსწავლეების სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და ეს მნიშვნელოვანი თარიღი სასიამოვნოდ აღნიშნეს.
აქტივობაში სკოლის მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ და ეს, ფერადი დღე დასამახსოვრებელი გამოდგა.
პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას