სიახლეები
სკოლები

მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროექტის -„შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში ტესტირება ჩაუტარდათ
09-06-2021
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლისთვის შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში - „შეფასება განვითარებისთვის“ ჩართვა მორიგი გამოწვევაა.

2020 წლის დასაწყისში სკოლა საქართველოს 200-მდე სკოლასთან  ერთად პროექტის პილოტირების პირველ ეტაპში ჩაერთო, რაც მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ( წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება) გულისხმობდა.

ამა წლის 1-ელ 4 ივნისს სკოლის ბაზაზე პროექტის პილოტირების მორიგი საცდელი ფაზა გაიმართა. მოსწავლეებმა ტესტირება სრულად ელექტრონულ ფორმატში გაიარეს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ნაშრომების შეფასებას, რომელიც განმავითარებელი იქნება, უახლოეს მომავალში ელოდებიან. მიღებული შედეგების ანალიზი როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს საშუალებას მისცემს - დააკვირდნენ განვითარების დონეს და გაიგონ რა პრობლემებს აქვს ადგილი სწავლის დროს. კლასში გამოკვეთილი ტენდენციები პედაგოგებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე.

მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე, მშობლები შეძლებენ დააკვირდნენ შვილის პროგრესს და სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდებიან, ხოლო სკოლა მიღებული  დაამუშავებს და შეადგენს განვითარების სტრატეგიას.

პილოტირებისთვის მზადების პერიოდში მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ემუშავათ საცდელი ტესტირების დემო ვერსიაზე, რამაც ხელი შეუწყო ტესტირების პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას. 

მოსწავლეთა  შთაბეჭდილებების ბარათებში აღნიშნულია, რომ ძალიან მოეწონათ, როგორც კომფორტული სამუშაო გარემო, ასევე ტესტების შინაარსობრივი მხარე, რაც მარტივ, გასაგებ ენაზე ფორმულირებულ ინსტრუქციებს და სწორად შერჩეულ საკითხებს გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება