შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული აქტივობებით აღინიშნა
09-06-2021
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღემ მოსწავლეთა აქტივობის ფონზე ჩაიარა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 1 ივნისს დიდი მხიარულება მოეწყო სკოლაში, მოსწავლეების მონაწილეობით გარე აქტივობები გაიმართა და მოსწავლეებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელი და ბედნიერი დღე იყო. სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა ბავშვს მათ დღეს და ლამაზ, ბედნიერ მომავალს უსურვებს.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია, მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.