მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მომავალი სასწავლო წლიდან ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივ ბადეში გარკვეული ცვლილებებია - ზოგ საგანს აკლდება საათები, ნაწილს - ემატება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული დოკუმენტი სკოლებს არ მიუღიათ და ჯერ საათობრივი ბადე არ გადანაწილებულა, etaloni.ge იმით დაინტერესდა, რა ბედი ელის ასეთ შემთხვევაში, პედაგოგების სტატუსის დანამატს.
საქმე ის გახლავთ, დაკლებული საათების პირდაპირპროპორციულად, მასწავლებლებს 15-საათიანი დატვირთვა აღარ გამოუვათ და არის თუ არა შესაძლებელი, სტატუსის დანამატი ვერ მიიღონ?
როგორც გავარკვიეთ, მომავალი სასწავლო წლისთვის საათობრივ ბადეში შესული ცვლილებები, სტატუსის დანამატზე იმ მხრივ აისახება, რომ ანაზღაურება საათების პირდაპირპროპორციულად დაირიცხება და შესაბამისად, შემცირებული საათები შემცირებული დანამატის ტოლფასია. უფრო კონკრეტულად კი რამდენი საათიც ექნებათ მასწავლებლებს, ანაზღაურებაც ამის შესაბამისად დაუანგარიშდებათ და დანამატს პროპორციულად აიღებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე