სიახლეები
სკოლები

დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული ნაგარევის საჯარო სკოლაში
09-06-2021
-
+


26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა  საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის თავზე შეწყვიტა. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კი ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა, გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად იქნა ცნობილი, დაინიშნა უზენაესი საბჭოს არჩევნები, 1991 წლის 31 მარტს კი ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ - მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი და 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ნაგარევის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ნამდვილი დღესასწაული მოეწყო. „ვეცადეთ წარმოგვედგინა ჩვენი საქართველო მისი საუკუნოვანი ისტორიით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. გვყავდა საპატიო სტუმრებიც, სოფლის მოძღვარი მამა იოსები, მამა მოსე; ასევე გვსტუმრობდნენ ჩვენი სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ეს იყო კიდევ ერთი  საინტერესო და ლამაზი დღე“, - აღნიშნულია ნაგარევის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება