სიახლეები
სიახლეები

„ნაეკმა“ 300-ზე მეტ აპლიკანტს დაუკმაყოფილა მოთხოვნა სპეციალური პირობების შესახებ
14-06-2021
-
+


2021 წელს სპეციალურ პირობას ცენტრი 300-ზე მეტ გამოსაცდელს შეუქმნის - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. 

სოფიო გორგოძემ იმ აბიტურიენტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, უცხოური ენის მოსმენის დავალების წერითი დავალებით ჩანაცვლებას ითხოვდა.  

გორგოძის თქმით, აბიტურიენტი სავარაუდოდ ცენტრის მიერ შეთავაზებულ ერთ-ერთ ვარიანტს აირჩევს.

„სამწუხაროდ, მსოფლიოში ცნობილი ვერცერთი საგამოცდო ცენტრი ვერ შესთავაზებდა მას წერის დავალების ქულის დაწერას მოსმენის დავალებაში. ეს არსად ხდება. ჩვენ უკვე შევთავაზეთ მას ყველა ვარიანტი, რაც შესაძლებელი იყო: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით); საკუთარი სმენის აპარატის შეტანა და ისე მოსმენა, დინამიკთან ახლოს ჯდომა ან კომბინირება, როგორც წამკითხველის, ასევე სმენის აპარატის. 

პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ფიქრობდა, რომ მისთვის არცერთი შეთავაზება არ იყო ხელსაყრელი, თუმცა ჩვენ მასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, უკვე ორჯერ შევხვდით და ვფიქრობთ, რომ მან გადაწყვიტა ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიოს და ეს სცადოს. უკვე გავავარჯიშეთ კიდევაც.

წელს 300-ზე მეტ გამოსაცდელს ვუქმნით სპეციფიკურ გარემოს. მაგალითად, მხედველობადაქვეითებულ აბიტურიენტებს ბრაილის შრიფტით ვუბეჭდავთ, ასევე სპეციალური ხმოვანი პროგრამა იწერება მათთვის, დროს ვუმატებთ, შრიფტს ვუზრდით, გარემო შეიძლება შევცვალოთ - ცალკე ოთახში შეიძლება დავსვათ... ასე რომ, ეს პრაქტიკა არსებობს და წელს ვფიქრობ - უფრო დახვეწილი, ვიდრე შარშან“ - აცხადებს ცენტრის დირექტორი. 

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის დღესასწაულის არსი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება