სიახლეები
სკოლები

„სამწუხაროდ, ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, ის პროფესიები აირჩიონ, რომლებიც უფრო მეტად აინტერესებთ“-არჩილ ჩხაიძე, თბილისის N103 სკოლის დირექტორი
10-06-2021
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლა გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელს ღირსეულად ასრულებს.

სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე Etaloni.ge-სთან ინტერვიუში წელს აჯამებს და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო წლის ძირითადი გამოწვევა იყო პანდემია. სკოლა საფუძვლიანად მოემზადა და გაითვალისწინა ის რეგულაციები, რომლებიც შემუშავებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ. 
სკოლის ახალი შენობა, დიდი საკლასო ოთახები და სარეკრეაციო სივრცე იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაცული ყოფილიყო დისტანცია საკლასო ოთახებსა და დერეფნებში. სკოლა სისტემატურად მარაგდებოდა სადეზინფექციო ხსნარებითა და საშუალებებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ გამოწვევას თავი კარგად გავართვით, რადგან არ დაფიქსირებულა კოვიდ-19-ის შიდა გავრცელება არც მოსწავლეებსა და არც სკოლის თანამშრომლებს შორის.  
ასევე გამოწვევა იყო ონლაინსწავლება, რასაც, ვფიქრობთ, კარგად გავუმკლავდით, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეიძინეს თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების უნარ-ჩვევები. „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართვამ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას კარგად შეუწყო ხელი, მათ ისწავლეს კომპლექსური დავალებების შედგენა და განმავითარებელი შეფასებების წერა.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლამ შესაძლებელი გახადა მშობელს ყოველდღიურად ჰქონოდა წვდომა თავისი შვილის აკადემიურ მოსწრებაზე. გარდა ამისა, ონლაინგაკვეთილების დროს ხშირად მშობლებიც აკვირდებოდნენ თავიანთი შვილების გაკვეთილზე ჩართულობას. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სკოლაში მშობლების მოსვლა შეიზღუდა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, სოციალური ქსელების გამოყენებით უფრო აქტიურად ამყარებდნენ კომუნიკაციას სკოლასთან და  კლასის დამრიგებლებთან.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა? 

- ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ, ჰქონდეთ თავიანთი შესაძლებლობების რწმენა. ვთვლი, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურება არ ხდის მასწავლებელს იმაზე უკეთესს, ვიდრე მანამდე იყო, უბრალოდ, ეს მხოლოდ ადასტურებს  მასწავლებლის კვალიფიკაციას. გამართლებულად მიმაჩნია ასეთი გამოცდების არსებობა, რადგან ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა მუდმივ პროფესიულ განვითარებას. 

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- სამწუხაროდ, ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, ის პროფესიები აირჩიონ, რომლებიც მათ უფრო მეტად აინტერესებთ. მძიმე სოციალური ფონის გამო ისინი, ძირითადად, უფასო ფაკულტეტებს ანიჭებენ უპირატესობას. ასევე მათი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, რომელ ფაკულტეტზე რა საგანი ბარდება, როგორც არასავალდებულო. ვინაიდან აბიტურიენტს აქვს არჩევანის შეუზღუდავი უფლება, ისინი პრიორიტეტის მიხედვით ირჩევენ იმ ფაკულტეტებს, რომლებზეც მათთვის სასურველი საგნები ბარდება, ხოლო ხვდებიან იმ ფაკულტეტზე, რომელზედაც მათ მიერ დაგროვილი ქულა ჩასარიცხად საკმარისია.
ამიტომ ცოტა ძნელი სათქმელია, რომელ პროფესიას ანიჭებენ უპირატესობას.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ნებისმიერი თარიღი, რომლიც განისაზღვრავს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკს მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საგანი იქნება, რადგან ყოველთვის აღმოჩნდება ბავშვი, რომელიც მომდევნო დღეს არის დაბადებული და მშობელი, რომელიც თვლის, რომ ერთი დღის გამო მისმა შვილმა წელი არ უნდა გააცდინოს. მიმაჩნია, რომ პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა სრულიად მართებულია. თუ ეს წესი არასდროს   შეიცვლება და გამონაკლისიც არ დაიშვება, ამას ყველა შეეგუება და აღარ გახდება მუდმივი დისკუსიის საგანი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება