სიახლეები
სკოლები

ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლინომეტრი დაამზადეს და ეზოში მდგარი ხის სიმაღლე გამოთვალეს
10-06-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი შემეცნებით აქტივობებში და ხშირად ახალი მასალის უკეთ შესასწავლად სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ.

ამჯერად საინტერესო აქტივობა მერვე კლასში ჩატარდა. მოსწავლეემა ტრიგონომეტრიული ფუნქციები შეისწავლეს და სიმაღლის გამოთვლა კი პრაქტიკული საქმინობაში გადაიტანეს და სკოლის ეზოში მდგარი ხის სიმაღლე გაზომეს. 

„დღე 1. ჩვენ მერვე კლასლები ვართ: ლიკა, ნინი, გიორგი, გელა და ნიკა. მათემატიკის გაკვეთილზე შევისწავლეთ ტრიგონომეტრიული ფუნქციები: სინუსი, კოსინუსი და ტანგენსი. არც ისე ძნელი აღმოჩნდა, რომ წარმოგიდგენიათ... მათი გამოყენების თვალსაზრისით ერთმა პრაქტიკულმა ამოცანამ განსაკუთრებით დაგვაინტერესა, ხის სიმაღლის გამოთვლას შეეხებოდა... მოვიძიეთ ინტერნეტში კუთხმზომის - კლინომეტრის დამზადების წესი, მოვიძიეთ ხელსაწყოს დამზადებისათვის საჭირო მასალები და დავამზადეთ კიდეც...

სკოლის ეზოს ამშვენებს ერთი ულამაზესი ფიჭვი! გადავწყვიტეთ გამოგვეთვალა მისი სიმაღლე, რითაც ყელს იღერებს წელიწადის ნებისმიერ დროს! და ჩავრთეთ მათემატიკა...ტანგენსის განმარტება ხომ მთლად ზედგამოჭრილია ... ჩვენი შექმნილი კლინომეტრიც...და დავიწყეთ აზომვები....გამოვთვალეთ კიდეც! ტრანსფერიც ამა ჰქვია და მკვიდრი წარმოდგენაც“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება