მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოტივირებული, კვალიფიციური პედაგოგები და წარმატებული მოსწავლეები - ეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ დევაძის მოტივაციის ფორმულაა. ძლიერი სკოლა კი მისთვის კვალიფიციური პედაგოგების სიმრავლეს ნიშნავს და გამორჩეულად მოსწავლეთა წარმატებას იხსენებს.
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას იხსენებს გამორჩეულად? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? - ამ და სხვა კითხვებზე ბროლოსნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელის პასუხებს გაეცანით ბლიც-ინტერვიუდან:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .
სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის უნდა იყოს სკოლისათვის წარმატების მომტანი, რადგან მოსწავლეები ესგ-ით გათვალისწინებულ მიზნებსა და შედეგებს აღწევენ საგნების მიხედვით.
ძლიერი სკოლა ნიშნავს...
კვალიფიციური პედაგოგების სიმრავლეს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეების წინსვლასა და განვითარებაზე.
გამორჩეულად მახსენდება...
სკოლის ორი მოსწავლე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სახის პროექტებში, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახი განაპირობებს სკოლის სიძლიერეს და მოსწავლეთა წარმატებებს.
მოსწავლისთვის სამაგალითოა...
მასწავლებელი, მშობელი და სასწავლო გარემო პირობები.
დირექტორის მოტივაციაა...
მოტივირებული, კვალიფიციური პედაგოგები და წარმატებული მოსწავლეები.
განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
თანამშრომლობა, მუდმივი წვდომა სიახლეებთან. სწავლა-სწავლების გაუმჯობესება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.