სიახლეები
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში ნაადრევ ქორწინებასა მის უარყოფით შედეგებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
10-06-2021
-
+


9 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ფონდ NED-ის მხარდაჭერით მე-9 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა სექსუალური და რეპროდუქციული განათლებისა და უფლებების მიმართულების ტრენერმა, „ახალგაზრდების განვითარების ქსელის“ დამფუძნებელმა მარიკა ფუტკარაძემ წარმართა.

შეხვედრის თემა ნაადრევ ქორწინებას, მის უარყოფით შედეგებს და ამასთან, სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა. 

განხილულ საკითხებს შორის იყო: ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, გავრცელებული სტერეოტიპები, გოგონებისა და ბიჭების ქცევის მიმართ საზოგადოებაში არსებული განსხვავებული მოლოდინები, საზოგადოების წნეხის გავლენა ნაადრევი ქორწინების შემთხვევებზე.

შეხვედრა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მოსაზრებები დისკუსიის პროცესში გაცვალეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის - „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლიდან ორი განაცხადი შევიდა, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგების ეთერ კაკალაძისა და ლალი ჯაფარიძის იდეებს აერთიანებდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება