სიახლეები
სკოლები

„მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო სკოლის თითოეულ პედაგოგსა და დირექციას“ - ნატალი გულაშვილი დედოფლისწყაროს N2 სკოლის კურსდამთავრებული
10-06-2021
-
+


დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ამჯერად, დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულ - ნატალი გულაშვილს წარმოგიდგენთ, რომელიც მშობლიური სკოლისა და მასწავლებლების სიყვარულს მცირე ჩანახატით გადმოგვცემს: 

„პირველ რიგში, მოგესალმებით ყველას. მინდა, ის სითბო და სიყვარული, რომელსაც სკოლის პედაგოგებისა და ბავშვების მიმართ ვგრძნობ, რაც შეიძლება მოკლედ გადმოგცეთ. პირველი კლასიდანვე არ ვსწავლობ ამ სკოლაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მეორე საჯარო სკოლის კარი ჩემთვის გაიღო სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას ვგრძნობ. რთულად ვეჩვევი უცხო გარემოს, თუმცა უკვე მეექვსე წელია ამ სკოლაში თავი უცხოდ ერთი წამითაც არ მიგრძნია, იმდენად თბილი და მეგობრული გარემოა. დავიწყებ ჩემი კლასიდან, ბევრი მომენტი მახსოვს ამ წლების განმავლობაში, როცა გვიკამათია, გაუგებრობა გვქონია, თუმცა იშვიათად, ამას სერიოზული სახე მისცემოდა, მეორე დღეს კვლავ ერთად ვიყავით ბავშვები. ერთად შეკრულებმა, ერთმანეთის გვერდით დგომით ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერი იყო. განსაკუთრებით აღიბეჭდა ჩემს გონებაში მათთან ერთად გატარებული დრო, შატალოები, ლაშქრობები, ბუფეტში ჩასვლაც კი. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის თითოეულ პედაგოგსა და დირექციას. თამამად ვიტყვი, რომ ყოველი მათგანი საუკეთესოა, ისინი რომ არა, დღეს არ ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც ვართ. ბევრი წვალება მოუწიათ, ჩვენთვის ცოდნა რომ მოეცათ და ადამიანური თვისებები ჩამოეყალიბებინათ. სწორედ მათი დამსახურებაა ჩვენი წარმატება. გამორჩეულად თბილი და ყურადღებიანია ამ სკოლაში ყველა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ლალი მასწავლებელს. იმდენი რამ მასწავლა, რომ სიტყვათა მარაგიც არ მყოფნის მისი უდიდესი წვლილის აღსაწერად ჩემს წარმატებაში.

ყველას, კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა. გული მწყდება თქვენგან რომ მივდივარ. მიყვარხართ და მომენატრებით. ჯანმრთელობას გისურვებთ. თქვენი ნატალი".


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება